საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მაკა ლდოკონენი

დაიბადა 1970 წლის 13 ნოემბერს ქ.თბილისში. 1989 წელს დაამთავრა თბილისის N3 ექსპერიმენტული საშუალო სკოლა;  1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სრული კურსი ჟურნალისტიკის სპეციალობით; 1992 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემაში. 2005 წელს გაზეთში “წიგნები“ დაიბეჭდა მისი სადებიუტო მოთხრობა “საახალწლო საკითხავი;“ 2005 წლიდან თანამშრომლობს ლიტერატურულ გამოცემებთან („არილი,“ „ჩვენი მწერლობა,“ „ლიტერატურული პალიტრა,“ „ლიტერატურული გაზეთი“). მისი მოთხრობები შესულია: ლიტერატურულ კონკურს პენ-მარათონი – 2007 და პენ-მარათონი – 2010 კრებულებში; ასევე ლიტერატურულ კონკურს წერო-2006 და წერო-2008 კრებულებში (2008 წლის კრებულში შესულმა მოთხრობამ „მისი სახლი“  ჟურნალ ცხელი შოკოლადის პრიზი დაიმსახურა); ჟურნალ „ლიტერატურული პალიტრის“ მოთხრობათა კრებულში „39 რჩეული“ (2010წ); კრებულში „უსაზღვროდ“ – ქართველი ქალი ავტორები ომზე (2020 წ); გამომცემლობა „ბაკმის“ „სასკოლო ბიბლიოთეკის“ ტომში „თანამდროვე ქართველი ავტორების მოთხრობები“ (2020 წელი), გამომცემლობა პალიტრა L ის ანთოლოგიაში „ქალის კალმით.“(2022წელი); 2007 წელს იყო ლიტერატურულ კონკურსის წერო (პოეზიაში) ჟიურის წევრი; 2009 წელს გამოსცა სადებიუტო მოთხრობების კრებული ქიშმიშიანი ამბები (გამომცემლობა დიოგენე); 2010 წელს ლიტ.სახელების კონკურსში მოთხრობამ „ანდერგრაუნდი – საიუბილეო პერფორმანსი“ მეორე ადგილი დაიმსახურა; 2011 წელს მონაწილეობა მიიღო ლიტვის ლიტერატურულ ფესტივალში; 2010 წელს წიგნი „ქიშმიშიანი ამბები“ ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსის საბას ლაურეატი გახდა დებიუტის ნომინაციაში; 2010-2022 წლებში სტუდენტური კონკურსის შემოდგომის ლეგენდა ჟიურის წევრი; 2011 წელს მოთხრობა „რატომ ტიროდნენ ჩვენი მოხუცები“ გერმანულ ენაზე ითარგმნა და პროექტის „ვენის ლიტერატურული კაფეების ფინალისტი გახდა; 2011 წელს გამოსცა მოთხრობების კრებული ბიშს ბალიშები (ელექტრონული სახით)