⦁ 2020 წელს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო შედგენილია ეროვნული სასწავლო გეგმისა და თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით.
⦁ აქ შეგხვდებათ რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებული დიალოგები, რომლებიც ეხება სკოლას, მეგობრობას, სხვადასხვა ტიპის ინტერაქციას.
⦁ სახელმძღვანელოში მოცემული ზღაპრებით/მოთხრობებით მოსწავლეები ისწავლიან თანამშრომლობას, კომპრომისს, ემოციების შეფასებას.
⦁ წარმოდგენილი დავალებები ხელს უწყობს საგანთაშორისი კავშირების დამყარებას, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, მდგრადი განვითარების პრინციპების გააზრებას.
⦁ საკითხის დამუშავებისას ყურადღება ეთმობა ცოდნის განმტკიცებას, რისთვისაც გამოყენებულია სხვადასხვა ხერხი.
⦁ მოცემულია კომპლექსური დავალებები, რომლებიც ხელს უწყობს აქტიურ სწავლას (სწავლა თამაშით, აღმოჩენით, თანამშრომლობით, კვლევით, პრობლემის გადაჭრით და ა. შ.). და ლოგიკური, კრიტიკული და შემოქმედებითი სააზროვნო უნარების განვითარებას.
⦁ ტექსტები შერჩეულია იმგვარად, რომ მოსწავლე შეძლებს როგორც ენობრივი, ისე კულტურული ინფორმაციის ათვისებას, შეიძენს როგორც სამეტყველო, ისე სასიცოცხლო უნარ-ჩვევებს.
⦁ თითოეულ ტექსტთან წარმოდგენილი დავალებები მრავალფეროვანია და გულისხმობს სხვადასხვა საკომუნიკაციო უნარის (კითხვა, წერა, ლაპარაკი) განვითარებას, იძლევა დამოუკიდებელი მუშაობის შესაძლებლობას.
⦁ მრავლადაა მოცემული დავალებები, რომლთა შესასრულებლად საჭიროა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ-ის) გამოყენება.
⦁ მასწავლებლის წიგნში არის გაკვეთილის სცენარები თითოეული ტექსტისა თუ აქტივობისთვის, დამხმარე ელექტრონული რესურსები და სასარგებლო ბმულები.
კომპლექტში შედის: მოსწავლის წიგნი, მოსწავლის რვეული, მასწავლებლის წიგნი, აუდიო დისკი.