საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წუთისოფელი ასეა

წუთისოფელი ასეა

  • ფასი : 29.95 
  • ISBN : 978-9941-31-306-6
  • გვერდები : 210
  • ფორმატი : 20X21
  • ყდა : რბილი

15 ლიტერატურული ზღაპრისაგან შემდგარი კრებული ავტორისავე ნახატებითაა გაფორმებული.

ინგა მილორავა დაიბადა 1965 წლის 20 ივნისს ქ. თბილისში. 1982 წელს დაამთავრა თბილისის 55-ე საშუალო სკოლა. 1983-1988 წლებში სწავლობდა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1988-1991 წლებში დაამთავრა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1995 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. იყო საზოგადოებრივ-ლიტერატურული ჟურნალის, „ომეგას“, კულტურისა და ხელოვნების განყოფილების გამგე – 1999-2004 წლებში, სსიპ-სოხუმის სახ. უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი – 2004-2010 წლებში, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის ასისტენტ-პროფესორი – 2012-2020 წლებში, შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი – 1991-2020 წლებში. უდროოდ გარდაიცვალა 2020 წლის 3 ივნისს. იყო მრავალმხრივი შემოქმედი – რომანის, ლექსების, მინიატურების, პიესების, ზღაპრების, ესეების, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.