საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

წიგნი – განათლება და უსაზღვრო შესაძლებლობაა. ის თაობებს შორის ყველაზე გამოცდილი და სანდო მედიატორიცაა. „ინტელექტის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის სკოლა და სასკოლო განათლება. სწორედ ამიტომ „ინტელექტი სკოლას“ – კიდევ ერთი შესაძლებლობა სასკოლო განათლების განვითარებისათვის, რათა მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი წიგნები ამ ვირტუალური კატალოგით.

„ინტელექტი სკოლას“ აერთიანებს როგორც მხატვრულ, ასევე სამეცნიერო- პოპულარულ, შემეცნებით ლიტერატურას, რომლებიც განკუთვნილია მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის; დაეხმარება მშობლებს აღზრდის პროცესში; გაამდიდრებს თქვენს ბიბლიოთეკას კლასგარეშე საკითხავი წიგნებით.

ეს სივრცე იქნება ერთგვარი გზამკვლევი ცოდნისა და შემეცნების სამყაროში – მოზარდებისთვისაც და აღმზრდელებისთვისაც. საინტერესო ლიტერატურა, საგამომცემლო სერიები, ახალი ავტორები და წიგნები – ეს „ინტელექტის“ კიდევ ერთი საჩუქარია სასკოლო განათლებისთვის!

„ინტელექტი სკოლას“ – დაიმახსოვრეთ ეს მისამართი. ეს სივრცე თქვენია!